ოცნება აღრმავებს პრობლემას, რომელზეც თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორი მიუთითებს. ოლიგარქის გუნდი აძლიერებს კლანს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებას უპირებს სამ მოსამართლეს. შონია, უბილავა და ჯეირანაშვილი ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კადრებად აღიქმებიან. შერჩევის პროცესს პარლამენტი ოპონენტების სრული უნდობლობის ფონზე იწყებს. ოპოზიცია ბოიკოტშია, მესამე სექტორს კი სამუშაო ჯგუფში მმართველი პარტია ბლოკავს.